Gebasedshop.com

ნივთის დაბრუნება/შეცვლის პოლიტიკა:

პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი ნივთის/პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს/ვიდეოს ატვირთვა და გამოგზავნა).

პროდუქტის დაბრუნება/ შეცვლის პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 3(სამი) კალენდარული დღის განმავლობაში დაფიქსირებული პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიღებისას.

პროდუქტის შეცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში:

პროდუქტი დაზიანდა ტრანსპორტირების დროს და ეს აღმოჩენილი იქნა კურიერის თანდასწრებით;

დაუყონებლივ დარეკეთ კომპანიის ცხელ ხაზზე : 568 966 259

პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი:

თუ პროდუქტს აღმოაჩნდა რეალური ქარხნული წუნი,კომპანია აგზავნის კურიერს მომხმარებელთან და ვცვლით ნივთს.(საკურიერო მომსახურეობის თანხა ანაზღაურებული უნდა იყოს მომხმარებელის მიერ)

გაითავლისწინეთ, რომ ნივთი უნდა აკმაყოფილებდეს ნივთის უკან დაბრუნების ყველა კრიტერიუმს, რომელიც მითითებულია „ნიივთის დაბრუნების კრიტერიუმებში“

პროდუქტის მახასიათებელები არ ემთხვევა/განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი მახასიათებლებისგან;

იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ პროდუქტის აღწერა - რომელიც განთავსებულია საიტზე არ შეესაბამება რეალობას, კომპანია განიხილავს თანხის უკან დაბრუნებას! (ხოლო ჩაბარებული ნივთის საწყობში დაბრუნების საფასური უნდა ანაზღაურდეს მომხმარებლის მხრიდან)

შეცდომით მიღებული იქნა სხვა პროდუქტი;

თუ საწყობის ხარვეზის გამო თქვენს მიერ შეკვეთილი ნივთის ნაცვლად მოგივიდათ საერთოდ სხვა ნივთი, კომპანია გიგზავნით კურიერს სრულიად უფასოდ და გიცვლით შეცდომით მიღებულ ნივთს თქვენს მიერ შეკვეთილში

ნივთის დაბრუნების კრიტერიუმები:

პროდუქტი უნდა იყოს ზუსტად იმ მდგომარეობაში როგორშიც ის მომხარებელს ჩაბარდა ( პროდუქტი არ უნდა იყოს გახსნილი უხეშად,არ უნდა ქონდეს მოხეული ყუთის რაიმე ნაწილი, არ უნდა აკლდეს დეტალები)

არ უნდა იყოს მომხარებლის მიერ დაზიანებული

რა შემთხვევაში არ ხდება პროდუქტის შეცვლა გარანტიით :

თუ პროდუქტი არის გაჩხაპნილი;

თუ პროდუქტი არის დანაშლელი საგარანტიო სერვისის გარდა ვინმე სხვა პირის მიერ (ელემენტის შეცვლა არ იგულისხმება);

თუ პროდუქტს გააჩნია დაზიანებები;

თუ პროდუქტის შეძენიდან გავიდა 3 (სამ) დღეზე მეტი;

გაითვალისწინეთ !!

კომპანიას არ აქვს საკუთარი საკურიერო მომსახურება და თანამშრომლობს პარტნიორ კომაპნიასთან, შესაბამისად კომპანია არაა პასუხისმგებელი, თუ ნივთი დაზიანდა მისი გადმოცემის შემდგომ.

ზემოთ აღნიშნულის მიუხედავათ ვითვალისწინებთ რა, მომხარებლის ინტერესებს/მდგომარეობას, შესაბამისად აუცილებელია შეკვეთის მიღებისთანავე მისი გახსნა და შემოწმება ( თუ დაზიანება ეტყობა ნივთს გაუხსნელად ნუ გახსნით მას)

ზემოთ მოცემული შემთხვევიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია შეატყობინოს კომპანიას არსებული ვითარების შესახებ.

კომპანია მომხმარებლის ნომერს გადასცემს ხარისხის დეპარტამენტს,რომელთა მიერ მოხდება მომხმარებელთან დაკავშირება 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში და პრობლემის დეტალურად გამოკვლევა.

უკან დაბრუნებული ნივთის შემოწმება:

მომარაგების ჯგუფი დეტალურად ამოწმებს ყველა პროდუქტს გამოგზავნამდე და ასევე ათანხმებს მის მახასიათებლებს თქვენთან, ასე რომ ნებისმიერი ვიზუალური დეფექტი ან/და ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობა ფაქტიურად გამორიცხულია. თუ კი ნივთს აღენიშნება ვიზუალური დაზიანება ეს მხოლოდ და მხოლოდ გარეშე გადამზიდი,საკურიერო კომპანიის დაუდევრობით არის .

უკან დაბრუნებული ნივთის შემოწმება ხდება საწყობში, შესაბამისი პერსონალის მიერ.

თუ ნივთი აკმაყოფილებს დაბრუნება/შეცვლის კრიტერიუმებს და პროდუქტი არის ზუსტად იმ მდგომაროებაში როგორშიც ჩაგბარდათ განხორციელდება შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვაგებთ პასუხს პროდუქტის შეცვლა/ დაბრუნებაზე.

თუ ნივთი არ აკმაყოფილებს უკან დაბრუნების კრიტერიუმებს და/ან აღმოჩნდა, რომ თქვენ განზრახ შეცდომაში შეიყვანეთ კომპანიის წარმომადგენელი და მიაწოდეთ მცდარი ინფორმაცია, კომპანია უფლებამოსილია არ დაიტოვოს ნივთი და უარი თქვას თანხისდაბრუნებაზე. ამ შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან და მოცემული საკურიერო მომსახურების საფასურის ანაზღაურება იქნება თქვენი მხრიდან.

« მადლობა რომ შენაძენი გააკეთეთ ჩვენთან. გვინდა იცოდეთ რომ ჩვენ თითოეული ჩვენი მომხარებელი გვიყვარს და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კმაყოფილი დარჩეთ ჩვენი პროდუქტებით 

GEBASESSHOP.COM

Телефон: +995 555 79 35 58

Email: contact@gebasedshop.com

Otar Lortkipanidze street 34, Tbilisi, Georgia

LLC VAT ID: 01027089345

Costumer Information 

©2023 All rights reserved gebasedshop.com

L.L.C VAT ID 00992347